Skip to main content
სასწავლო პროექტი
- პროექტის სახელწოდება: რატომ ხდება ღვარცოფული მოვლენები დურუჯზე
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) : გარემოზე პასუხისმგებლობა და ზრუნვა
- პროპექტის აქტუალობა: მდინარე დურუჯზე სტიქიური მოვლენების გააქტიურება
- პროექტის მიზნები: საქართველოს გეოეკოლოგიური პრობლემების გაცნობიერება.რელიეფთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენების შესწავლა და მათი გადაჭრის გზების ძიება.
- მონაწილეთა ასაკი: 13-16 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ,იკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას მდინარე დურუჯის შესახებ,თუ რამდენჯერ დაფიქსირდა კატასტროფული ღვარცოფი აღნიშნულ მდინარეზე.მოიმატა თუ არა ღვარცოფული პროცესების ფართობმა,რა არის მისი გავრცელების მთავარი ფაქტორები.შეადგენენ ამ ტერიტორიის გეგმას.შექმნიან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებას.გადაიღებენ ფოტოებს,დახატავენ მდინარის ხეობას,მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტიდან ღვარცოფულ მოვლენებზე.
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატის ქაღალდი,ფლომასტერები,მარკერები,ფოტოაპარატი,ინტერნეტი.
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა,მდინარის ხეობის რელიეფი და ამგები ქანები.რომელი სტიქიური მოვლენებია გავრცელებული მათ რეგიონში,რა სამეურნეო საქმიანობას ეწევა მოსახლეობა.რა ღონისძიებებს ატარებს მუნიციპალიტეტი ღვარცოფული მოვლენების თავიდან ასაცილებლად.
- საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეო.IX.1.მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკებიერთი და იმავე ადგილის სხვადასხვა თემატური რუკის შეჯერების საფუძველზე ატარებს კომპლექსურ ანალიზს (მაგ. ფიზ.გეოგრაფიული, მოსახლეობის, სოფლის-მეურნეობის სპეციალიზაციის რუკები). რუკის და სხვა ინფორმაციის გამოყენებით ახასიათებს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს და მოვლენებს; მათგან გამოარჩევს რეკორდული მაჩვენებლების მქონეს (ნალექიანობა, ქარიანობა, მეწყერი და სხვა) და ავსებს შესაბამის კონტურულ რუკას;
- პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან ცისკარიშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ciskarishviliqeti@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: https://badridata.blogspot.com/
 |
დურუჯი |
 |
მდ.დურუჯი და ილიას ტბა |
 |
დურუჯის ხეობა |
Popular posts from this blog
Comments
Post a Comment